6 ივლისი, 2022

მიხეილ ჯავახიშვილის დიდებული ისტორია

გამორჩეული მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებასთან დაკავშირებით ბევრი ისტორიის მოყოლაა შესაძლებელი.

“არტ ინფო” გთავაზობთ საოცარ ისტორიას, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილთან ერთად საპატიმროში მყოფმა პატიმარმა გაიხსენა:

“ნაცემი მოიყვანეს დიდი მწერალი. ჩვენ ვეხმარებოდით და ჭრილობებს ვუმუშავებდით.

ასეთი განათლებული კაცი არასოდეს გვენახა, აბა საიდან, ჩვენ ხომ გაუნათლებელი ქურდები ვიყავით. მიხეილ ჯავახიშვილი გვიყვებოდა ქართველ მეფეებზე, ისტორიაზე, ასპინძის ბრძოლაზე, დიდგორზე, დავით აღმაშენებელზე…

ერთ საღამოს ვახტანგ გორგასალზე გვიყვებოდა, როდესაც ბადრაგი მოვიდა და წაიყვანეს.

2 საათი გავიდა. უკან დასისხლიანებული მოიყვანეს, ჩეკისტებს მაგრად გაელახათ, სულ დალურჯებული იყო. ძირს დააგდეს. ჩვენ მივცვივდით, ვამოწმებდით ცოცხალი თუ იყო.

მან ნელა ასწია თავი, გაგვიღიმა და გვითხრა: – აბა, სად გავჩერდით ბიჭებოო.”