“ეს ცეკვა ქართულია და გარდა ქართველისა მას ვერ იცეკვებს ვერავინ: რასსა არ ეყოფა.
ვაჟი გამოიხმობს სათნოების დაჰს ქართველს, რამდენი ვაჟური შეტევა და რამდენი ქალური გარინდება?! რამდენი კამარა სიყვარულის თუ ტრფიალის პოემის?!
ბოლოს: თითქო ქალის დატყვევება და აჭრილი კამართი მისი გატაცება. მაგრამ არა. ტყვე ქმნილი ქალი ვაჟის მკლავებისათვის მთელი სხეულით გადახსნილი – (თითქო ეს ათამაშებული სხეული აფეთქილი გულია მარტო) – უეცარი მოსხლეტით ვაჟის რკალიდან გავარდება ქალწულური დარცხვენით. ცეკვა თითქო წყდება: არ თავდება.
ეს ბეჭედია ქართული რასსის და მისი სირაინდის.”