დიდებული გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებიდან არაერთი საინტერესო და უჩვეულო ისტორიაა ცნობილი, თუმცა ამბავი, რომელსაც დათო სიმონია გვიზიარებს, ნამდვილად არაჩვეულებრივია:
“ერთხელ გალაკტიონი დედასთან სოფელში ჩავიდა. დილით, შვილის ოთახში შესულ მაკრინეს მოულოდნელობისგან ელდა ეცა – 37 წლის გატუნია ფანჯარასთან მზის სხივებს თავდავიწყებით ეალერსებოდა…
გალაკტიონის ბრწყინვალებას მის სიცოცხლეში თვალს ვერ უსწორებდნენ: პოეტები არ ესალმებოდნენ; მის საღამოებზე ხალხი არ დადიოდა; მასზე ავრცელებდნენ გულისმომკვლელ ამბებს. ყველა წრიდან გარიყული, შვებას უბრალო ხალხსა და მზის სხივებში პოულობდა.
საყოველთაო აღიარება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აკადრეს. დღეს უკვე ყველამ ვუწყით, ვინაა ქართული პოეზიის მეფე და თავდავიწყებით ვეალერსებით მის სტიქიურ რითმებს
“ჩვენ, პოეტები, მზიდან ვეშვებით –
და ვსვამთ ცეცხლიან აზარფეშებით
მზის სადღეგრძელოს.”