25 ივლისი, 2022

ანგელინა დამენია ერეკლე საღლიანის დასახმარებლად

მხატვარი ანგელინა დამენია პოეტ მიშო დადიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საპასუხოდ, რომელიც საზოგადო მოღვაწის ერეკლე საღლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება, ონლაინ სივრცეში საქველმოქმედო აუქციონს  აცხადებს.

“TEMPUS SPARGENDI LAPIDES” – ორიგინალი, ტილო / ზეთი, 30 x 70 სმ., 2022.

აუქციონში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 26 ივლისის 24.00 საათამდე, ამ ბმულზე გადასვლით:
https://www.facebook.com/photo/?fbid=5347809438635517&set=gm.3338442456389778

ნახატის საფასურად შემოსული თანხა გადაირიცხება ბატონი ერეკლეს ანგარიშზე.

გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ თანადგომის აქციაში — სიკეთე არ იკარგება.