5 ივლისი, 2022

ალენ დელონის საოცარი წერილი

მსოფლიო ლეგენდას ალენ დელონს საოცარი წერილი აქვს დაწერილი მსახიობ რომი შნაიდერზე. წყვილს უზომოდ უყვარდა ერთმანეთი, თუმცა მათი სიყვარული უიღბლო აღმოჩნდა – ალენმა და რომმა ერთად ბედნიერად ცხოვრება ვერ შეძლეს:

“გავიცანი თუ არა, მივატოვე ყველა ქალი და მისი სიყვარულის გამო ბრძოლა დავიწყე… ორი წელი ველოდებოდი და მაინც მიმიღო. თოჯინა, რომლის გამოც გულმოდგინედ ვიბრძოდი, ჩემი გახდა. არცერთი წამი არ მიღალატია არც ბრძოლის დროს და არც მერე. მე მხოლოდ ის მახსოვდა, ადრეც და ახლაც.

არასოდეს მიმიმართავს მისთვის სახელით, ყოველთვის თოჯინას ვეძახდი – ის ჩემი თოჯინა იყო, მიუხედავად იმისა გაბრაზებული ვიყავი თუ არა!

მასში ყოველთვის ორი ადამიანი ცხოვრობდა – ფაქიზი, დაუცველი თოჯინა და რკინის ხასიათის მქონე ქალი. პირველს ვაღმერთებდი, მაგრამ მეორე – მძულდა.

დღე, როდესაც მას აღარ ვენდობი, ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი იქნება…”