17 ივნისი, 2022

ზინა კვერენჩხილაძე მარინა ჯანაშიაზე

მსახიობები ზინა კვერენჩხილაძე და მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრში სპექტაკლებში ერთად თამაშობდნენ.
ზინა კვერენჩხილაძე წიგნში “ჩემი ანტიგონე” მარინა ჯანაშიაზე წერდა:

“კრეონტს, ერთი პატარა მსახური ჰყავდა და, როგორც ბატონმა მიშამ გადასწყვიტა, ამ როლს მარინა ჯანაშია ასრულებდა. რომელიც დიდი გაოცებული თვალებით და ასევე დიდი საქაღალდეთი, გამუდმებით უკან დასდევდა თავის მბრძანებელს. არ ლაპარაკობდა და არც რაიმეზე ჰქონდა აქტიურად გამოხატული რეაქცია. იყო ჩუმად და მორჩილებით ასრულებდა მეფის დავალებას.

ეს იყო მარინა ჯანაშია – ისეთივე პატარა და მომხიბლავი, როგორც მისი გმირი, უჩვეულოდ დიდი და სევდაჩამდგარი თვალებით, ხშირად უხერხულ მდგომარეობაში რომ აყენებდა თვით კრეონტს და უამრავი კითხვებითა და სათნოებით რომ აღავსებდა მაყურებლით სავსე დარბაზს.”