15 ივნისი, 2022

უნიკალური “დედა ენა” გიორგი გორთამაშვილისგან

მე-3 კლასელმა გიორგი გორთამაშვილმა სრულიად უნიკალური “დედა ენა” შემოგვთავაზა. მან იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” ასომთავრულით დაწერა და წიგნად აკინძა.

გოგა ჩანადირი:

“ნახეთ, რა სილამაზე შექმნა გიორგი გორთამაშვილმა – დედა ენა ასომთავრულით დაწერა და წიგნად აკინძა.

თუ არ ვცდები, ეს პირველი ასომთავრული დედა ენაა.

გიორგი თბილისის 48-ე სკოლაში სწავლობს. მესამე კლასშია და ხედავთ, როგორ კარგად ფლობს ჩვენს მხედრულამდელ დამწერლობას.

მადლობა მას და მადლობა მის მასწავლებელს ლეილა ვაშაკიძეს, რომელმაც ნიჭიერ და ცნობისმოყვარე მოსწავლეს ასომთავრული წერა-კითხვა ასწავლა.”