30 ივნისი, 2022

ტარიელ ხარხელაურისა და ნიკოლოზ წულუკიძის საოცარი ვიდეო

პოეტ ტარიელ ხარხელაურსა და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეს ერთი უდიდესი ტკივილი აერთიანებთ – ორივე შვილმკვდარი მამაა.

“არტ ინფო” მათ საოცარ ვიდეოს გიზიარებთ:

„არ გკად­რებ, არ გა­გამ­ხნე­ვებ,
არც სიმ­შვი­დეს გთხოვ სუ­ლი­სას,
შენს თავს შენ უნდა უწამ­ლო
– წა­მალს სხვას ნუ სთხოვ წყლუ­ლი­სას,
ბინ­დის­ფე­რო­ბამ სოფ­ლი­სამ
დღე მრა­ვალს გა­და­უ­ნის­ლა,
მეც ამ ტკი­ვილ­მა და­მიდ­ნო
თხე­ლი კედ­ლე­ბი გუ­ლი­სა,
დამ­ლია წუ­თი­სო­ფელ­მა,
ამ­ღვრე­ვამ სიყ­ვა­რუ­ლი­სამ…
მოვ­თქვამ, ასეთ­მა ამინდმა
ლა­მის ჭკუ­ი­დან შემ­შა­ლოს,
გად­მო­დი, მოვ­თქვამ ძილ­ში­აც –
ცრემ­ლო! თვა­ლებ­თან შემშრა­ლო,
ერ­თსა გთხოვ მამა-შვი­ლუ­რად –
მზე მაგ გულ­ში არ შეც­ვა­ლო!
მტერს ლაღი უნდა ეგო­ნო –
ტკი­ვი­ლით მი­წის მკბე­ჩა­ვო…
დრო სიმ­ღე­რას გთხოვს? იმ­ღე­რე!
ჯავ­რმა არ გა­გა­ბე­ჩა­ვოს.
შვი­ლო! ჭრე­ლია სა­წუთ­რო,
ზნეს არ და­იგ­დებს თა­ვი­სას,
ბევ­რჯერ აგიშ­ლის გო­ნე­ბას
ჩქა­მი სუ­ლე­თის კა­რი­სა,
ბევ­რჯერ ცრემ­ლე­ბით დაჰ­ხვდე­ბი
ცაზე გად­მოს­ვლას მთვა­რი­სას,
ბევ­რჯერ აჰ­ხე­დავ ეჭ­ვი­თა ზნეს
უფ­ლის სა­მარ­თა­ლი­სას…
უნდა იბ­რძო­ლო!
სიკ­ვდილ­თან შეკ­ვრა არ გმარ­თებს ზა­ვი­სა,
არცა გთხოვ გვერ­დის აქ­ცე­ვას
მთი­დან მომ­სკდა­რი ზვა­ვი­სას,
ცრემ­ლის­თვის ღამე და­ზო­გე –
დღე რომ აბ­ჯა­რი აის­ხა!..“

EINE · COMFORT · DURING