19 ივნისი, 2022

შოთა ნიშნიანიძის უძლიერესი ლოცვა

პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ თავისი გულითადი ლოცვა ლექსად შემოგვთავაზა:

“უფალო, შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე
ცოდვილნიც… უცოდველნიც… დიდებიც, პატარებიც,
ვაიმე, ქართველები შევიცვალეთ –
ბევრი ვართ ტახტრევანით და კისრით სატარები.

შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ,
ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ.
უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის –
ვულკანზე შემდგარი საქართველო.

უფალო, შეაჩვენე სიმართლე მოსყიდული,
ამნაირ ერისკაცთა ჭერს მარიდე,
უფალო, შეაჩვენე ეშმაკის მოციქულნი,
ამრავლე, აძლიერე გმირები ჭეშმარიტი.

უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ,
ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით,
შვილები დაგვიზარდე დემეტრე-ცოტნეებად,
ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები!

უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე,
უფალო, შეგვიწყალე დიდებიც… პატარებიც…
არც ისე პატარაა ეს ჩვენი საქართველო,
არც ისე საწყალია და ხელით სატარები.”