16 ივნისი, 2022

სამაგალითო ანა ზოიძე

უნიჭიერესმა მხატვარმა 10 წლის ანა ზოიძემ სამაგალითო გადაწყვეტილება მიიღო – ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საკუთარი ნამუშევრები გაყიდა და თანხა მთლიანად მოხუცების დასახმარებლად ჰოსპისში “ფერისცვალება” გადარიცხა.

ჰოსპისის მხარდასაჭერად ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში გამართულ საქველმოქმედო გამოფენაზე “იქ სადაც სიკეთეა” 10800 ლარი შეგროვდა. ამ თანხით ჰოსპისის წარმომადგენლებმა ერთი თვის განმავლობაში 467 ვიზიტი განახორციელეს და 80 პაციენტს მოუარეს.

NUMBER · PERSON