19 ივნისი, 2022

მოუსმინეთ ბათუ დანელიას

პოეტ ბათუ დანელიას შემოქმედება სავსეა ისეთი ლექსებით, რომლებიც მუდამ გახსოვს.

ციკლიდან “ARTეკლები” – “ქალაქელი სტუმარი” ერთ-ერთი მათგანია:

“მზეს უკვე მსგავსება სულთან აქვს ამოსულთან…
და დილა ჩემ მხარზე ჩიტივით ჩამოსკუპდა.
გათენდა ისევ და მხარზე რომ დილამაზის,
ქალიც არ მინახავს ასეთი სილამაზის…
და მე და ეს დილა გავყურებთ მზისამოსვლას,
ცაც უკვე ისე ჩანს – ივარგებს დღისამოსად…
მზე ისევ ამოდის სალაღოდ, სასეიროდ…
მე ადრე ავდექ და სოფელში დავსეირნობ,
გავყურებ ეზოებს, ვარდიანს, გვირილიანს.
წველიან ძროხებს და – ხბოების ტირილია…
იღვიძებს სოფელი მუშმალის მცინარეშხით,
მზის ნახვას ელტვიან თევზებიც მდინარეში…
ხიდს თავი ქუდში აქვს, ურყევს და ყრუბურჯიანს,
ხოლო ქარს წუხელის ხეები უბურჯგნია…
მზე ისევ ამოდის, ჯერ ისევ ნახევარობს,
მინდვრისკენ გარეკეს ზაქები საყევარო…
და თუკი ქალაქი არაფრით არმამშვიდებს,
სოფელში სიმშვიდე ორ-სამ წვეთ ცვარნამშიდევს.
გათენდა ისევ და მხარზე რომ დილამაზის,
ბავშვიც არ მინახავს ასეთი სილამაზის.”