“ბატონი ავთო იმნაძე, როცა დააპატიმრეს და გაასამართლეს, იმ კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც მერაბ კოსტავა იხდიდა სასჯელს.
როცა სამუშაოდ გაიყვანეს და დაზგასთან მივიდა, დაზგის კორპუსზე ცარცით ქართულად იყო მიწერილი: ,,გამაგრდი ბიჭო!”
წინა სმენაში მერაბს გაუგია მისი ჩასვლის ამბავი და ისიც, თუ რომელ დაზგასთან მოუწევდა მუშაობა…
ასე გაამხნევა მეგობარმა მეგობარი – ,,ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.”