7 ივნისი, 2022

მერაბ მამარდაშვილის შესანიშნავი წერილი

ფილოსოფოსმა მერბა მამარდაშვილმა არაერთი შესანიშნავი ლექცია თუ წერილი დაგვიტოვა.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“ჩვენ, ქართველები ვართ კომუნისტურად გარყვნილი ხალხი. იმიტომ კი არა, რომ კომუნიზმი გვინდა… იმიტომ, რომ ჩვენ კომუნიზმი გვაწყობს, რადგან ვსარგებლობთ იმ კორუფციით, უვიცობით, რომლის საშუალებასაც გვაძლევს სწორედ კომუნისტური სტრუქტურები. ამაზე უნიჭო სტრუქტურას საერთოდ არ უარსებია… მორალის არმქონე ადამიანს ეს სტრუქტურა აძლევს საშუალებას იფარფაშოს… და, მერე საკუთარი თავი ეგონოს მსოფლიოს ჭიპი! სინამდვილეში, სამყაროს თვალში ჩვენ არც ვარსებობთ. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს მთავარი რამ – თანდასწრება იმაში, რაც ხდება თანამედროვე მსოფლიოში, თანდასწრება ჩვენი უნარით, ჩვენი კაპიტალით, ჩვენი კულტურით…

ჩვენთვის ის ველი, რომელშიც ვიცხოვრეთ, არატრადიციული და უცხოა. ეს ველი არის რუსული ხელისუფლების ველი, რომელიც შეიქმნა დაახლოებით მე-17 საუკუნეში და დაგვირგვინდა საბჭოთა ხელისუფლებით. მთავარი იდეა ამ ველის არის, რომ ყველაზე მაღლა დგას სახელმწიფო და ადამიანი არაფერია, თუ არა მსახური სახელმწიფოსი და სახელმწიფოებრივი იდეის.”