20 ივნისი, 2022

მაკა შალიკაშვილისა და ნატო გელაშვილის საოცარი დუეტი

მომღერალ ნატო გელაშვილისა და მსახიობ მაკა შალიკაშვილის დუეტი ნატოს ერთ-ერთმა ლექსმა დაბადა:

“მე ასეთი სიყვარული მიყვარს..
მე..ასეთი სიყვარული ვიცი
სადაც …ბევრი არ გჭირდება სიტყვა
ყველაფერი.. უსიტყვოდაც იცი!…
მე, ასეთი სიყვარული მხიბლავს..
სუფთა, წრფელი, უანგაროდ დიდი,
როცა წლები ვერ ერევა ვერას
და როს გრძნობა..უფრო დიდზე მიდის…
მე, ასეთი სიყვარულის მჯერა..
მე, ასეთი სიცოცხლისთვის ვიბრძვი
სადაც სიტყვა..ზედმეტია ყველა
სადაც სათქმელს საქციელით იტყვი…
მე ასეთი სიყვარული მიყვარს..
ჰოო ასეთი!! ვერ ვიქნები ფლიდი
მე,
ასეთი სიყვარული მხიბლავს
ამ ბუმბერაზ სამყაროზე დიდი…
მე, ასეთი სიყვარული ვიცი!!!
მე, ასეთი სიყვარული მტკივა..
რაც კი ჩემს სულს ..შეხებია ოდეს..
იმ ყველაფერს…სიყვარული ჰქვია!”

VISITORS · SELLER