14 ივნისი, 2022

ლელა ვეფხვაძე იძულებულია იშიმშილოს

9 აპრილის გმირი – უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე იძულებულია იშიმშილოს.

მარი ნანა მახარაძე:

“კიდევ რამდენი ომი გაქვს მოსაგები, ჩემო ქვეყანა?!…

თავისუფლების ხმა – ჩემი ლელა

14 ივნისი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა, რომელსაც საქართველო, უსინათლო მოქალაქეების სამსახურიდან გამოყრით და მათი შიმშილის ზღვარზე დატოვებით ხვდება, რომელთა შორისაა ჩემი მეგობარი, 9 აპრილის გმირი, 2 თვის წინ ღირსების ორდენით დაჯილდოვებული ლელა ვეფხვაძე.

შიმშილისთვის განწირული ჩვენი უსინათლო მოქალაქეები, კულტურის დამსახურებული მუშაკები, ისინი მთავრობის კანცელარიის წინ, მართავენ აქციას თავისი უფლებების დაცვის და „უსინათლოთა კავშირის“ მხრიდან, თანხების სავარაუდოდ მითვისების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ჩატარების მოთხოვნით.

სამარცხვინოა, ლელა ვეფხვაძე იძულებულია იშიმშილოს, რომ სამართალი აღსრულდეს!
მომავალ წლის 9 აპრილამდე და ,,მადლობათავისუფლებისთვის”, ძახილამდე არის ყოველდღიური რუტინა და სიდუხჭირე.

ამ ქვეყანას გადახადეთ ჩალა!”