2 ივნისი, 2022

გია მურღულიას უმნიშვნელოვანესი გზავნილი

გია მურღულია უმნიშვნელოვანეს გზავნილს გვიგზავნის თითოეულ ჩვენგანს:

“რვა მასწავლებელი

პირველი მასწავლებელი დედის ხმაა, დაბადებამდეც რომ გესმის.

მეორე – მშობელთა ქცევა, მიბაძვის სურვილს რომ გაგრძნობინებს.

მესამე – ვინც სკოლაში გასწავლის.

მეოთხე – შენი მეგობრები.

მეხუთე – ყოველი ახალი დღე.

მეექვსე – სიკვდილი, მის მოსვლამდე.

მეშვიდე – კარგი წიგნები, რომლებსაც სიკვდილამდე წაიკითხავ.

ყველაზე დიდი მასწავლებელი კი შენი სინდისია – სიკეთის გარჩევის უტყუარი ცოდნა, ღმერთმა რომ დაბადებისას გაჩუქა.”