10 ივნისი, 2022

გენიოსი აკაკი წერეთელი

გენიოს აკაკი წერეთელს არაერთი გამორჩეული ლექსი აქვს დაწერილი, თუმცა “არტ ინფოს” მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად განსაკუთრებულია:

“დავკარგეთ გრძნობა, აღარ გვაქვს გონი,
გაგვიქრა სული მამაპაპური,
ჯილდო შეგვექნა ჭკუის საზომი,
და ძმობის ნაცვლად შური და შური.

ფარისეველო, გაუტანელო,
სხვასთან თავმხრელო, შინ ორმოს მთხრელო,
იგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო,
რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო.

ჰე, ქართველო, კაცის ჩერო,
ქართლი შენგან არას ელის.
და, მაშ, როგორ დავიჯერო,
რომ შვილი ხარ შენ ქართველის?

ქალი იყოს, გინდა კაცი
ჩვენში ყველა არის გლახა
და სად ვძებნოთ იდეალი,
სჯობს ვიცინოთ, ხა, ხა, ხა, ხა!”