მწერალმა და პოეტმა გიორგი კეკელიძემ გულშემატკივართა მთელი არმია საკმაოდ ანერვიულა, თუმცა ძალიან კარგი და სასიხარულო ამბით დაგვიბრუნდა:
“ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის და თანადგომისთვის.
დეპრესია და შფოთვები ვერაგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. დანებება გამოსავალი არ არის – უხეში წერტილია სიცოცხლის, ამ უცნაური და ზოგჯერ დამაბნეველი წინადადების.
ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ. უსათუოდ დაგიბრუნდებით.”