26 ივნისი, 2022

დოდო აბაშიძისა და სესილია თაყაიშვილის ამბავი

მსახიობებმა დოდო აბაშიძემ და სესილია თაყაიშვილმა მონაწილეობა არაერთ ფილში მიიღეს, თუმცა ამჯერად ლანა ღოღობერიძის ფილმზე “როცა აყვავდა ნუში” მუშაობის დროს მომხდარ ერთ ამბავზე მოგიყვებით.

თავად ფილმის რეჟისორი ლანა ღოღობერიძე იხსენებს:

ფილმში ,”როცა აყვავდა ნუში”, როდესაც დოდო აბაშიძის გმირი მიდის ლექსოს ბებიასთან – სესილია თაყაიშვილთან თხოვნით, რომ ვითომ ლექსო იჯდა საჭესთან, დოდო აბაშიძემ ამ სცენაში გადაღებაზე უარი თქვა – ასეთი არაკაცის როლს ვერ შევასრულებო.

რამდენი დავიწყეთ გადაღება, იმდენი ჩაიშალა დოდოს გამო, სანამ სესილია თაყაიშვილმა სილა არ გააწნა დოდო აბაშიძეს: აბა, რისი მსახიობი ხარ, თუ ნებისმიერი როლი ვერ შეასრულეო…”