28 ივნისი, 2022

დალი ღოღელიანის საბედისწერო გასეირნება

ულამაზესი დალი ღოღელიანი კარგად ახსოვს მაყურებელს ქართული ფილმებიდან – “ყვავილი თოვლზე”, “ვინ შეკაზმავს ცხენს”, “ნინო”.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ექიმი იყო, ეს სულაც არ უშლიდა ხელს, რეჟისორების მიწვევები მიეღო, ფილმებში ეთამაშა და ცნობილი მსახიობებისთვის ღირსეული პარტნიორობა გაეწია.

დალი ღოღელიანი მხატვარ მურაზ მურვანიძის მეუღლე გახლდათ. მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა დასასვენებლად წასვლა ქალიშვილთან ერთად – იგი ტრაგიკულად დაიღუპა ფასანაურში, სადაც ბავშვი გადაარჩინა უფსკრულში გადაჩეხვას და მის გადასარჩენად თავი გაწირა.

ტრაგედიიდან ამდენი ხნის შემდეგაც, მაყურებელს დალი ღოღელიანი დღემდე ახსოვს და მის მიერ შესრულებული როლები კვლავაც აღაფრთოვანებს.