6 მაისი, 2022

წმინდა გიორგის სასწაულები

წმინდა გიორგის სასწაულებზე და მასთან დაკავშირებულ ლეგენდებზე ისტორიკოსი გიორგი კალანდია საუბრობს:

“ლეგენდის თანახმად, დიდგორის ბრძოლის წინ, როცა დავით აღმაშენებელმა ძლევამოსილ ქართულ არმიას მიმართა, ქართველთა სახელოვანი დროშიდან წმინდა გიორგის გამოსახულება გადმოვიდა, ნახატი განკაცდა და მთავარმოწამე ქართველთა ლაშქრის ხილული მთავარსარდალი გახდა…

ქართველებმა იმ დღეს მტერს გამანდგურებელი დარტმა მიაყენეს! საქართველო კავკასიისა და წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო გახდა…

წმინდა გიორგის სასწაულების მომსწრე არაერთხელ ყოფილა ილორის წმინდა გიორგის ტაძრის მრევლიც..

ფოტოზე ეს დიდებული ხატია ასახული, ის დადიანების სასახლეში ინახება. გიორგი აქ ხმალშემართული ფეხზე დგას, მარცხენა მხარეს, მის მუხლებთან თეთრი ხარია გამოსახული, რომელიც მთავარმოწამეს ყოველ გიორგობას ილორის ჩაკეტილ ტაძარში სასწაულებრივად შეჰყავდა, მარჯვენა მხარეს კი ცაიშელ-ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანიძე დაჩოქილა…

საყურადღებოა ხატის შიდა, მლოცველის მზერისათვის დაფარული მხარე, აქ ჯვრის ფორმად ამოჭრილ უჯრედებში წმინდანის წმინდა ნაწილები ინახებოდა….

როცა მიჭირს ყველაზე მეტად წმინდა გიორგი მეიმედება, ყველაზე მეტად ის მაძლიერებს…

გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, ეს დიდებული ზეციური მეომარი ქართველთა ყველა ძლევამოსილი გამარჯვების წინამძღოლი და მფარველი ყოფილიყოს!”