6 მაისი, 2022

თინათინ მღვდლიაშვილის უზუსტესი შეფასება

პოეტმა და მხატვარმა თინათინ მღვდლიაშვილმა უზუსტესად შეაფასა რუსები და მათი სასტიკი ქმედება:

“თავზე დაემხო გოდოლი,
გალახეს ცივმა ქარებმა…
ნეტავ, სად მიდის ობოლი?..
ნეტავ, სად მიიპარება?..
ვინ მისცემს ლუკმას სამადლოდ,
ან ქოხმახს, სადღაც, განაპირს…
ვინ შეიფარებს საბრალოს,
ქართველთა სისხლში განბანილს?!.
მორალი არის უბრალო:
ნაძარცვი არვის შერჩება!..
უკრაინას რომ ბომბავდი,
ახლა გერხევა, შე ჩემა?!.
თინათინ მღვდლიაშვილი
2022 წელი, 6 მაისი
Слава Україні
Слава Грузії
героям слава”