სოლომონ დოდაშვილის წინასწარმეტყველება

ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელმა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრმა სოლომონ დოდაშვილმა ჯერ კიდევ 1832 წელს დაწერა წერილი, რომელიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა – საუკუნეები გავიდა და არაფერი შეცვლილა:

“ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თავისნი რჯულნი, თავისნი სარწმუნოება, თავისი ენა და თავისი ჩვეულება, ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თავისი ხელმწიფე და არასოდეს არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცაა აქ არს მამული ესე ჩვენი. და ჩვენი ხმა, სახელი და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის ჰქუხდა და აღავსებდა მსოფლიოსა. მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან.

ხოლო აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობთა შეიწროებასა ყოვლისა კაცისასა?! რაისთვის არს ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილი მამა-პაპათა ჩვენთანა?! ნუ უკვე ჩვენ არა ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა?! ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესეოდენ, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?! მაშ რაისთვის ვცოცხლობთ!

ვერცა ერთსა ვიხილავ თანამემამულეთაგან, რათა ეძიებდეს სარგებლობასა მამულისასა, მხოლოდ თავის თავის გამოზრდას ცდილობენ დღიურად… არ არის მათსა სულსა შინა ჭეშმარიდება, არამედ დანერგილ არს ყოველი ვნება… არ არს სიყვარული სწავლისა და სწავლულთა, არამედ ყოველი სიძულვილი და მტერობა… არა მოყვარენი არიან შრომის, უკანონოდა და უწესოდ და ფრიად შერევნილად მდგომარეობენ… რაი ვყო მუნ, სადაცა ვერ მომიძიებია არა რაი ღონე და საშუალება…”