28 მაისი, 2022

შალვა ამონაშვილის უძვირფასესი სიტყვები

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი თავისი წერილებითა თუ ლექციებით ათასობით ადამიანს დააფიქრებს იმ ჭეშმარიტ ღირებულებებზე, რაც უმნიშვნელოვანესია:

“ხშირად ამბობენ, ნუ რა ვქნა ცხოვრება ასეთია. თუ მიჰყვებით ნაფოტივით წყალს, გაჰყევით ბატონო. სადაც მიხვალთ, დაინახავთ.

ჩვენი მიზანია, ცურვა დინების საწინააღმდეგოდ.

თუ გინდა ბავშვი აღზარდო, სათავესთან უნდა მიიყვანო, სადაც სიწმინდე იბადება.

ამიტომ უნდა იარო ცხოვრების წინააღმდეგ და თუ საკუთარ თავს არ ზრდი, დინების საწინააღმდეგოდ ვერ წახვალ.”