საუკეთესოზე საუკეთესო ჯემალ ქარჩხაძისგან 

მწერალ ჯემალ ქარჩხაძეს აქვს ძალიან პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი რუსეთზე:

“ქართულმა პოლიტიკურმა აზრმა რუსეთი გაჰყო ორ რუსეთად – “კარგ რუსეთად” და “ცუდ რუსეთად”, ქართველი ხალხი, ცხადია, ამას გაგებით მოეკიდა, ცუდ რუსეთს სულ მწარე-მწარეებს ეუბნება, “კარგ რუსეთს” ლოკავს. “კარგი რუსეთი” თავის მხრივ, რასაკვირველია ყოველნაირად ცდილობს პოლიტიკური აზროვნების ეს შედევრი – რწმენა განგვიმტკიცოს, თან “ცუდი რუსეთის” ხელით ძირს გვითხრის. ამას ქართველი ხალხი გაგებით ეკიდება, რადგან ეს მოქნილი დიპლომატიის დიდი ქართული ნიმუშია.”