1 მაისი, 2022

რამაზ ჩხიკვაძის გამორჩეული წერილი

მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ყოველთვის უდიდესი სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა თავის საყვარელ თბილისზე:

„თბილისი უსაყვარლესი ქალაქი იყო: ლამაზი, სუფთა, პატარა. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით, ოპერის პირდაპირ.

ამინდიც სხვანაირი იყო, ზამთარი ზამთარს ჰგავდა, ზაფხული-ზაფხულს. ზამთარში ვციგაობდით, ოპერამდე ჩამოვსრიალდებოდით ხოლმე.

თავისი მუსიკა ჰქონდა ჩვენს ქალაქს, თავისი მომღერლები ჰყავდა. ვინა? – გამყიდველები. ჩამოივლიდნენ და მუსიკალურად გაიძახოდნენ: „ხართუთააა!” „ააკოშკის შუშებიი!” „სამოვარნი პესოკ!” სულ სხვადასხვა ტონალობით იძახდნენ. მხოლოდ ნატურალური პროდუქტები ჰქონდათ. ახლა ყველაფრის გეშინია, აღარ იცი რას შემოგატყუებენ…

ისე როგორ უნდა მოვკვდე, არ ვნახო და არ გავიხარო, რომ ჩემი ქვეყანა უფლის გზას დაადგა…”