10 მაისი, 2022

ქეთევან კიკნაძის შესანიშნავი წერილი

მსახიობი ქეთევან კიკნაძე ათასობით მკითხველს შესანიშნავ წერილს უზიარებს და საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის – ქუთაისის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გვაწვდის:

“ქუთაისი – ეს ძველი ინტელიგენციის ბუდეა, ჩვენი დროის ღირსშესანიშნავი წარმომადგენლები აქედან მოდიან. ჩამონათვალში არ შეიძლება გამოვტოვოთ, ისეთი პიროვნებები როგორებიც არიან: პოეტი ოთარ მამფორია, მსახიობი იპოლიტე ხვიჩია, მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე, სარაჯიშვილები, რეოისორი რეზო ჩხეიძე, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, დირიჟორი ევგენი მიქელაძე, რომელმაც პირველმა ჩამოაყალიბა ქართული ორკესტრი. ის ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, კითხულობდნენ და ჩამოდიოდნენ მსოფლიო კომპოზიტორები, რათა მოესმინათ მისთვის.

მინდა გიამბოთ გიორგი მიქელაძეზე, რომელიც დახვრიტა კოლჩალმა ციმბირში, ქალაქ ტომსკში. დახვრეტის წუთებში მან გადაარჩინა ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი, მან ქალს გადაულაპარაკა: “როდესაც დაიძახებენ “პლის”, გადახტი ორმოში, მე შენ ხელს გკრავ. მართლაც ასე გადარჩა ეს ქალი, რომელმაც 60-იან წლებში ჩვენი ოჯახი მოინახულა. ამჟამად ტომსკში მისი სახელობის ქუჩა არსებობს, ხოლო მუზეუმში – მისი კუთხე.

ასე რომ, როდესაც ქუთაისზეა საუბარი, ნუ დაგავიწყდებათ ის ადამიანები მაინც, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოს წინაშე და ვალ-მოხდილი წავიდნენ ამ ქვეყნიდან.

ასევე ევგენი მიქელაძე, რომელიც ყველა წესების დაცვის გამო იქნა დახვრეტილი. ვინც თავისი ქვეყნის წარსულს ივიწყებს, გამარჯვება და წარმატება არ უწერია…”