პაატა გულიაშვილის არაჩვეულებრივი მიძღვნა

ალბათ ბევრმა არც იცის, რომ მსახიობი პაატა გულიაშვილი ძალიან კარგ ლექსებს წერს.

ამჯერად ხელოვანმა არაჩვეულებრივი ლექსი ნიკოლოზ წულუკიძის შვილს – პატარა კიტას მიუძღვნა:

“პატარა კიტა წულუკიძეს

დარი ბინდში გაიხლართა,
სულში ბზარი ახალი,
შენს ბაგეზე თოვლი დადნა,
ცრემლად მოდის ზამთარი,
დამხობილა სევდა ლხინთან,
ვერ უშველა ბრმა არის,
სამოთხეში ჩიტი გალობს,
აქ ემღერა რა არის?
სანუგეშო დარჩა რამე?
იქნებ ეგეც არ არის?
ჩუ, ნუ სტირი, გაიხარე, ამბავია ახალი,
მიფრენილა ანგელოზად, უფალს უზის კალთაში!”