7 მაისი, 2022

ოტია იოსელიანის ძალიან კარგი ჩანაწერი

სიმართლის მოყვარული ოტია იოსელიანის ნაწარმოებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ჩანაწერები.

აი, ერთ-ერთი მათგანი:

“უმადური არ გეგონოთ, მარა არ მინდა, არც გატკიცინებული გზა და მით უფრო, 2 პარლამენტი ამდენი გაზულუქებული პარლამენტარისთვის, თუ მოხუცს პენსია არ ექნა და უწამლობით მომიკვდა, ბავშვს რძე ვერ დავალევინე და დამიჭლექდა.

საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში კი მასობრივად შიმშილობს მოსახლეობის ნახევარზე მეტი და ამას გვაპატიებს ღმერთი?!

ქართველი ქალების ნახევარი სხვის ბებერს და მომავალს უვლის საზღვარგარეთ გადახვეწილი, მათი შვილები აქ უდედოდ იზრდებიან და გინახავთ თქვენ სადმე, უდედოდ გაზრდილ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი არ ტანჯავდეს?!”

NUMBER · LAWYERS