28 მაისი, 2022

ნიაზ დიასამიძე ნინო რამიშვილზე

თბილისის კოლორიტი ნიაზ დიასამიძე განსაკუთრებული პატივის სცემდა ქართული ცეკვის დედოფალს – ნინო რამიშვილს.

ერთხელ, ნიაზი ტელევიზორში ნინო რამიშვილის ცეკვა “ჯეირანს” უყურებდა:

– რა კარგად გამოიყურება! – წამოიძახა აღრფოთვანებულმა ნიაზმა.

– რასაც ეგ საზღვარგარეთ დადის, გასტროლებზე ნელსაცხებლების შოვნა არ გაუჭირდება და კარგად რატომ არ უნდა გამოიყურებოდეს?! – გაკვირვებულმა იკითხა ერთმა ქალბატონმა.

– კი მაგრამ, ასე ლამაზად ნეტავი კრემები აცეკვებს? – მრავალმნიშვნელოვნად იკითხა ნიაზმა.