15 მაისი, 2022

ნანა ცინცაძის განაჩენი

პოეტ ნანა ცინცაძის ლექსების მოყვარულებისთვის ალბათ ყველაზე რთულია დაასახელონ გამორჩეულად საყვარელი ლექსი, რადგან ყველა ერთმანეთზე უკეთესია.

“განაჩენი” – ასე ჰქვია პოეტის ერთ-ერთ ლექსს, რომელსაც “არტინფო” გიზიარებს:

“გამოიტანეთ განაჩენი! – მე ვდგავარ თქვენს წინ,
ვით ჟანა დარკი, ორლეანის ქალწული წმინდა,
ზეციდან შვებად მარიამის სიტყვები მესმის:
ბრბო ვერ აგიტანს, შენ მეუფე ქალღმერთად გქმნიდა.
იცი, რამდენი ქალის ტვირთი ვატარე მარტომ?!
ხან ცეზარს ვხვევდი ვნების ალში, ხანაც ურიელს,
სწორედ ამიტომ სიცოცხლისას არცერთ წამს არ ვთმობ,
თქვენ… თქვენ რა იცით, რამდენ მონარქს გზები ვურიე.
თქვენ ხომ არ იცით, რა ძნელია მეფობა ქალის,
მარკიზას რატომ აქვს სურვილი კურტიზანს ჰგავდეს
და თუკი მასაც შეეპარა სიტყვებში ბზარი,
სიყვარულისთვის ხარკს გაიღებს, ო… თანაც – რამდენს!
გამოიტანეთ განაჩენი! – მე ვდგავარ თქვენს წინ,
ინკვიზიცია არ კარგავდა არასდროს ძალას;
მზის ნატეხს მაინც თან წავიღებ – სიყვარულს, ჩემს წილს,
რადგან ის ბიჭი ქვას ვერ მესვრის, ცრემლებს რომ მალავს.”