10 მაისი, 2022

მურაზ მურვანიძის დიდებული საჩუქარი

მხატვარმა მურაზ მურვანიძემ ქართული კულტურის ქომაგებს დიდებული საჩუქარი უძღვნა – გენიალურ ქართულ ხალხურ სიმღერას “ჩაკრულოს” ძეგლი დაუდგა.

გია ბაღაშვილი:

“დღეს განსაკუთრებული რამ მოხდა. გენიალური ქართული ხალხური სიმღერის, “ჩაკრულოს” ძეგლი დაიდგა “ბიოლში”. ავტორი გახლავთ გამოჩენილი ქართველი მხატვარი, ბატონი მურაზ მურვანიძე.

მინდა მივულოცო ქართული სიმღერის ყველა მოყვარულსა და გულშემატკივარს, განსაკუთრებით კი – ამ პროექტის იდეის ავტორსა და სულისჩამდგმელს, ჩემს მეგობარს, უნიჭიერეს რეჟისორს, რამაზ ბლუაშვილს.”