22 მაისი, 2022

ლევან აბაშიძის საოცარი ისტორია

მსახიობ ლევან აბაშიძის ხანმოკლე სიცოცხლე და სულ რამდენიმე როლი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ათასობით გულშემატკივარი გაეჩინა.

ლევანმა ცხოვრების მეგზურად მოლდაველი მსახიობი მიკაელა სტრიმბეანუ აირჩია, რომელსაც სიყვარულით მიკას ეძახდა. წყვილმა ერთმანეთი თბილისში გაიცნო – ლევანი უკვე პოპულარული იყო, მიკა თბილისში – თეატრალურში სწავლობდა.

მათი ბედნიერება უდიდესი მწუხარებით შეიცვალა – მიზეზი ლევანის აფხაზეთში წასვლა იყო. როცა მსახიობმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მისი საყვარელი ქალი კიშინიოვში იმყოფებოდა. ისინი ერთმანეთს ვერ დაემშვიდობნენ.

ლევანი აფხაზეთის ომში დაიღუპა. მისმა საყვარელმა მიკამ პანაშვიდებს ჩამოუსწრო, დაკრძალვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და საყვარელი საქმისთვის თავი არ დაუნებებია.

მიკაელა სტრიმბეანუ მოლდავეთში ცხოვრობს, არ დაოჯახებულა, როცა საქართველოში ჩამოდის, ლევანის საფლავზე ყოველთვის გადის და ამბობს, რომ დღესაც ძალიან უყვარს ეს არაჩვეულებრივი ადამიანი.