5 მაისი, 2022

ჯონ რენდოლფ პეპერის ფოტოები ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

ხელოვნების სასახლე კარგარეთელის 6-ში, მასპინძლობს ფოტოგრაფ ჯონ რ პეპერის გამოფენას “იტალიის ფრაგმენტები 1970-2010”.

ასოცირებული კურატორი – ტატიანა ფოკინა, კურატორი – რობერტა სამერარო.

საერთაშორისო იტალიელი ფოტოგრაფის, ჯონ რენდოლფ პეპერის „იტალიის ფრაგმენტები 1970-2010“ პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. პეპერი იღებს მხოლოდ ანალოგური შავ-თეთრი, Ilford HP5 ფირით, 400asa, 35 მმ ობიექტივით და ბეჭდავს ბარიტის ქაღალდზე.

„იტალიის ფრაგმენტები“ არის 1970-2010 წლებში გადაღებული ფოტოების კრებული რომში, სიცილიასა და სამხრეთ იტალიის სხვა  ქალაქებში გადაღებული სერიებიდან. პეპერი გაიზარდა რომში, დოლჩე ვიტაში, მხატვარი მშობლების ოჯახში. 12 წლის ასაკში დაიწყო გადაღება პენტაქსის კამერით და 35 მმ ლინზებით.  იყო უგო მულასის შეგირდი. იტალიურ ნეორეალიზმს მიუძღვნა გამოფენა ,,’ROME 1969 AN HOMMAGE TO ITALIAN NEO-REALISM’’.

2010 წელს პეპერი დაბრუნდა რომში, რათა შეესწავლა მშობლიური ქალაქი და ენახა, რა შეიცვალა და რა დარჩა იგივე („SANS PAPIER“). პეპერიმ გამოსცა ოთხი ალბომი. მისი ნამუშევრები რეგულარულად იფინება მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნებში (აშშ, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, სპარსეთის ყურის რეგიონი, რუსეთი). თავისი სერიით „დასახლებული უდაბნოები“ პეპერი იყო ერთ-ერთი პირველი იტალიელი ფოტოგრაფი, რომელმაც რევოლუციის შემდეგ გამოფენა მოაწყო თეირანში და რამდენიმე კვირის შემდეგ ერთდროულად აჩვენა იგივე ნამუშევრები ისრაელში.

„იტალიის ფრაგმენტები 1970-2010“ შედგება 40 ამაღელვებელი ფოტოსგან, სადაც პეპერიმ გადაიღო ადამიანები, რომლთაც  შემთხვევით შეხვდა იტალიაში მოგზაურობისას. პეპერი არის დამკვირვებელი, ის შორიდან ასახავს ადამიანის ცხოვრებას რომელიც მოწყვეტილია კულტურული ან დროითი ფაქტორისგან. ის არის ქუჩის ფოტოგრაფების კლუბის წევრი, მუდამ  შეიარაღებულია 35 მმ კამერით და ელოდება სიტუაციების სპონტანურად ასახვას. კლასიკური ტრადიციების ერთგული, ქმნის კადრებს, რომლებიც სინამდვილეს წარმოაჩენს და სამყაროს იმგვარი ხედვით გამოირჩევა,  სადაც რეალიზმი ეწინააღმდეგება კვაზი-იდუმალ ზღაპარს. მისი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასპექტია ის გზა, რომელშიც ის უარყოფს დროს, რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ფოტოგრაფიის ბუნებას.

როგორც კურატორმა, ხელოვნებათმცოდნე რობერტა სემერარომ აღნიშნა: ,,პეპერის ფოტოები მარადიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძნელია ზუსტი დროითი კონოტაციის მინიჭება, თუ როდის არის ისინი გადაღებული. ნამცხვარს ჩაიში ასველებს გედივით, რაც მასში ბავშვობის ასოციაციას იწვევს — როგორ მიირთმევდა ბავშვობაში ჩაის კვირა დღეს, წირვაზე წასვლის წინ. ასე რომ, პეპერი იმეორებს მის დაკარგულ დროს თავის ფოტოებში’’.