30 მაისი, 2022

ირმა კუსიანის პერსონალური გამოფენა ხელოვნების სასახლეში

4 ივნისს 18 საათზე ხელოვნების სასახლე უმასპინძლებს ირმა კუსიანის პერსონალურ გამოფენას!

ირმა კუსიანი ბავშვობიდან გახლდათ მხატვრობით გატაცებული. მან ოფიციალურად მხატვრული განათლების მიღება პირველად სამხატვრო წრით დაიწყო და მას შემდეგ აქტიურად მიჰყვება საკუთარ პროფესიას. ხელოვანმა დაამთავრა სამხატვრო აკადემია და გახლავთ მრავალი გასაოცარი ფერწერული ნამუშევრის ავტორი.

აღსანიშნავია, რომ მხატვრის ნამუშევრები მრავალი კოლექციონერისა თუ ხელოვნების მოყვარული ადამიანის საკუთრებაში ინახება.

გამოფენაზე ირმა კუსიანის 20-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი და აღნიშნული ნახატების ხილვა ვიზიტორებს 1 თვის მანძილზე შეეძლებათ!