11 მაისი, 2022

იამაყეთ ალექსანდრე ზაზარაშვილით

მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ზაზარაშვილი სცენაზე გამოჩნდა, მისი წარმატებები თითოეულ ჩვენგანს ეამაყება.

უკრაინულ “ვოისში” გამარჯვებამ უნიჭიერეს მომღერალს ამერიკისკენ მიმავალი კარი ფართოდ გაუღო. ალექსანდრე ახლა ამერიკაშია და იქაც შეძლო მუსიკალურ კონკურსში გამარჯვება.

პიანისტ ლევან შენგელიას არაჩვეულებრივი აკომპანიმენტით მან ვაჟა ტუღუშის გენიალური “ქუჩაში ერთხელ” უმაგრესად შეასრულა და კიდევ ერთხელ მოგვცა მიზეზი, რომ მისით ვიამაყოთ.