7 მაისი, 2022

გიორგი ლობჟანიძის უძვირფასესი სიტყვები

პოეტი გიორგი ლობჟანიძე თითოეული ადამიანისთვის უძვირფასეს სიტყვებს – “დილა მშვიდობისა” კიდევ ერთხელ შეგვახსენებს:

“შენი “დილა მშვიდობისა:
თუ არ მომდის ყოველ სისხამ,
მზად ვარ, ქარაფს გადვეკიდო,
თავსა ოტა გარდავისხა…
რა ტყუილად წერენ ლექსებს,
აჟღერებენ სევდის ებანს.
ერთი “დილა მშვიდობითაც”
შეიძლება გამხნევება.
როგორც ფარი, დასაყრდნობად
მოშვერილი დიდი მხარი,
სადღაც, დიად სიჩუმეში
გაიღვიძებს მეგობარი.
ვფიცავ რიჟრაჟს, გაღვიძებას,
მეგობრობის მადლსაც ვფიცავ.
რომ სიცოცხლე შეიძლება
ერთი “დილა მშვიდობითაც”.

PROGRAM · CORPORATION