გიორგი კეკელიძის შესანიშნავი წერილი

გიორგი კეკელიძის წერილებს ათასობით მკითხველი დიდი ინტერესით ელის და ეცნობა.

“არტინფო” გთავაზობთ მის ერთ-ერთ შესანიშნავ წერილს, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:

“არ მოიტყუოთ თავი – ჭორით, სეირით და ტალახის სროლით ჩვენში ყველა ერთობა – ლიბერალიც და არალიბერალიც, მემარცხენეც და მემარჯვენეც – გიპოვის რაღაც მიზეზს, დაგკბენს და გაღიმებული გაივლის.

ამიტომაც, როცა მეუბნებიან: „შენ ყველას უყვარხარ“ მეღიმება და ცხადად წარმოვიდგენ, როგორ შემოტრიალდება ეს ყველა ცოფიანი ძაღლივით, თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა ან ვინმემ ფეხის დაცდენა გამოგიგონა. მხოლოდ ერთი გზა ვიცი პასუხად: საქმეების, რომელსაც ვაკეთებ, ორმაგი ძალით გაგრძელება; ბრძოლის ველის განვრცობა; შრომა, შრომა და შრომა…”