3 მაისი, 2022

გეგა კობახიძისა და თინა ფეტვიაშვილის საოცარი ისტორია

მსახიობ გეგა კობახიძისა და მისი მეუღლის თინა ფეტვიაშვილის საოცარი ისტორია გეგას დედამ, მსახიობმა ნათელა მაჭავარიანმა გაიხსენა. ამბავი მას თინამ თავად უამბო:

“გეგამ თინა მაშინ გაცინო, როცა სამხატვრო აკადემიაში დათო მიქაბერიძესთან მიდიოდა. მისი ტელეფონის ნომერი ვითომ შემთხვევით აკრიფა და მასთან მოხვდა. ერთი თვის განმავლობაში ურეკავდა და ეუბნებოდა, ვითომ ინვალიდია, სავარძელს მიჯაჭვული, ჰყავს დედა, რომელიც სასტიკად ექცევა… თავს აცოდებდა, ეგზიუპერის ერთ-ერთი ნაწარმოებიდან ნაწყვეტებს უკითხავდა.

ბოლოს უთხრა, შენი ნახვა მინდაო. თუ სავარძელში ზიხარ, როგორ მნახავო, – გაკვირვებულმა ჰკითხა თინამ. ამხანაგები მომიყვანენო, – უთხრა გეგამ და წავიდა შეხვედრაზე. ეს თვითონ თინიკომ მომიყვა.

რომ დავინახე რაღაცნაირად მივხვდი, რომ ის „ინვალიდი“ გეგა იყო. გავიქეცი, გამომეკიდა, გულში მაგრად ჩამიკრა და მითხრა – ამიერიდან არსად აღარ გაგიშვებო…

გეგას ქორწილი კინოს სახლში გადავიხადეთ. მეორე დღეს ჩვენთან სახლში სტუმრები უნდა მოსულიყვნენ. იმ დღეს გეგა წინ და უკან დადიოდა. სახლიდან გავიდა. ვუთხარი, – გეგა, ნუ დაიგვიანებ, სტუმრები მალე მოვლენ-მეთქი. ხელები მაგრად მომიჭირა თავზე და ყვირილით მითხრა – მოვალ, ჰო, მოვალო. წავიდა და წავიდა…

ბათუმიდან დამირეკეს, გადაღება აქვს და უნდა ჩამოვიდესო. რომ აღარ გამოჩნდა, ვიფიქრე, ალბათ, მაინც ბათუმში წავიდა-მეთქი. ისიც ვიფიქრე, ალბათ, სტუმრებთან გამოჩენა არ უნდა და თავი გაარიდა-მეთქი.
ერთი კი თქვა, რად მინდოდა ქორწილი, ხომ იცით, რომ ამის საშუალება არ გვქონდაო…

მერე მოხდა ის საშინელება რაც მოხდა… თინიკო დააპატიმრეს, ბიჭები დახვრიტეს… როდესაც თინიკო ციხიდან გამოვიდა, მითხრა: ბოლო ხანს აღარ უნდოდა ამაზე წასვლა, მაგრამ ყველანი ერთად იყვნენ და უკან ვერ დაიხევდაო…”

DEPENDS · CHILDREN