16 მაისი, 2022

განსაკუთრებული მიძღვნა გიორგი შენგელაიას

რეჟისორსა და მსახიობს გიორგი შენგელაიას მამამ – რეჟისორმა ნიკოლოზ შენგელაიამ ლექსი მიუძღვნა:

“მამას დაუხვდა გიორგი,
შვილი ოჯახის სახელი.
შაშვივით შავი გიშერი,
შავტუხა ბიჭი კახელი.
ღამეს, თვალების უფსკრულში,
ორი მაყვალი უთევდა,
ზედ წამწამების ბუჩქნარში
ხოხობი დაიბუდებდა.
გრილია მისი ალერსი,
როგორც კოჯორის ნიავი.
გაგიგორდება გულმკერდზე
დარგვალებული ქლიავი.
შაშვივით შავი გიორგი,
შავქრუხა ბიჭი კახელი,
ვაჟკაცი მამის იმედი,
ნატო ვაჩნაძის სახელი.”

ფოტოზე: ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე პატარა გიორგისთან ერთად