22 მაისი, 2022

გაიზიარეთ მარიამ კახელიშვილის სიხარული

მომღერალმა მარიამ კახელიშვილმა დიდ წარმატებას მიაღწია.

მან საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე studentsvision 2022 პირველი ადგილი დაიკავა.

კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს წარმომადგენელმა 74 ქულით გაიმარჯვა. მეორე ადგილი პორტუგალიამ დაიკავა 64 ქულით, მესამეზე უკრაინა გავიდა 61 ქულით. ბოლო ადგილი კი – 5 ქულით რუსეთს ერგო.