17 მაისი, 2022

ბესიკ ხარანაული: “დავიღალე!”

დავიღალე! – აცხადებს პოეტი ბესიკ ხარანაული:

“ერთიდაიგივე დარდით, ერთიდაიგივე ფიქრით,
დავიღალე ძმებო!
ერთიდაიგივე ეჭვით, ერთიდაიგივე იმედით,
დავიღალე, ძმებო!
ერთიდაიგივე დღეებით, ერთიდაიგივე ღამეებით
დავიღალე, ძმებო!
იატაკი ავყარე, გზები გავცვითე, მთები დავაბილიკე,
დავიღალე, ძმებო!
გავტყდი, გავხმი, ტან-ფეხთ შემომაცვდა,
სიშიშვლე გამომიჩნდა, ძმებო!
არ მიშველა მზემ, არ მიშველა მთვარემ,
ცამ თვალი არ მიყო:
– ბოგანო ხარ, უსამშობლო, არასმქონებელი!
იქნებ თქვენ, ძმებო!
დამაბრალეთ სიგიჟე, სიბრმავე, სიყრუვე,
წერის ზნენი სჭირსო!
გამოეცით კანონი,
შემოიღეთ წესი,
ასეთი კაცი
მომაშორეთ, ძმებო!”

VISITORS · BUSINESS