19 მაისი, 2022

აკა მორჩილაძის გენიალური პასუხი

მწერალი აკა მორჩილაძე ათასობით მკითხველს უყვარს.

ლადო კილასონია ერთ პატარა ისტორიას გვიამბობს, რომელიც აკას კიდევ უფრო მეტად შეგაყვარებთ:

“ერთხელ აკა მორჩილაძეს ჰკითხეს, როგორ შეაფასებდით ერეკლე მეორის პოლიტიკურ კურსსო?

,,როცა გარდაიცვალა და მისი სხეული გააპატიოსნეს, სამოცამდე ნახმლევი უპოვეს ტანზე, მე კიდევ ჩემი სამშობლოსთვის ერთი ნაკაწრი არ დამიდვია და ვინა ვარ, მისი კურსი განვიხილოო?!” – უპასუხა მწერალმა.”

APPROVED · SOLUTIONS