5 მაისი, 2022

12 კითხვა ერთი გენიალური პასუხით გია მურღულიასგან

გია მურღულია ათასობით მკითხველს ძალიან კარგ წერილებს სთავაზობს.

ამჯერად მან გაგვიზიარა “12 კითხვა – ერთი პასუხით”:

რა არის ყველაზე ძლიერი?
სიყვარულია – მას ვერაფერი ამარცხებს.

რა არის ყველაზე მშვენიერი?
სიყვარულია – არაფერია მასავით მომხიბვლელი.

რა არის ყველაზე სასტიკი?
სიყვარულია – შეურყეველი ერთგულების ნიშნად, ის ხშირად გთხოვს, რომ საკუთარი თავი უარყო.

რა არის ყველაზე ხანგრძლივი?
სიყვარულია – ერთი დღეც რომ გაგრძელდეს, მარადისობას მისწვდება.

რა არის ყველაზე გარდაუვალი?
სიყვარულია – მთელი სამყაროც რომ აყოვნებდეს, მაინც მოვა.

რა არის ყველაზე ხანდაზმული?
სიყვარულია – ის სამყაროს დაბადებამდე არსებობდა.

რა არის ყველაზე დაუცველი?
სიყვარულია – ნებისმიერ მდაბალ ადამიანს, აზრსა თუ გარემოებას შეუძლია მას გული ატკინოს.

რა არის ყველაზე ბრძენი?
სიყვარულია – მან ყველაფერი მანამდე იცის, სანამ ის ყველაფერი დაიბადება.

რა არის ყველაზე – მნიშვნელოვანი?
სიყვარულია – მის გარეშე სამყარო ჰარმონიასაც კარგავს და აზრსაც.

რა არის ყველაზე სახიფათო?
სიყვარულია – ისე დაგეუფლება, ვერ გაიგებ.

რა არის ყველაზე სანდო?
სიყვარულია – თუ ნამდვილია, არასდროს გიღალატებს.

რა არის ყველაზე საპატიებელი?
სიყვარულია – ერთხელ თუ შეცდა, უნდა აპატიო, თორემ მოკვდება.”