5 აპრილი, 2022

ვახტანგ კახიძის სამაგალითო გადაწყვეტილება

მაესტრო ვახტანგ კახიძემ სამაგალითო გადაწყვეტილება მიიღო – ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელმა თბილისის სიმფონიურ ორკესტრში მარიუპოლელი ჰობოისტი მიიღო.

მარიანა ალეკსუნი უკრაინიდან 6 წლის შვილთან სვიატოსლავთან ერთად წამოვიდა, სადაც ოჯახის დიდი ნაწილი ომში დატოვა.