ტრადიციად ქცეული გამარჯვება — მეოთხედ მოპოვებული ოქროს მედლები

პოზიტიური სიახლე თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში — მხატვრები ანგელინა დამენია და გელა ფილაური იმარჯვებენ ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო კონკურში “ხელოვნება და საზოგადოება | ART & SOCIETY”. გამოფენა გაიმართა ვირტუალურ სივრცეში New York Realism Online Gallery და მოიცვა პერიოდი 10-დან 30 იანვრამდე.

ნიუ-იორკის მხატვართა საზოგადოების ბაზაზე დაფუძნებული საერთაშორისო საკონკურსო გამოფენების ორგანიზატორების მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მსოფლიოში შექმნილი გარემოებების გამო, შეეჩერებინათ 2022 წლის გამოფენების 6-თვიანი ციკლი (იანვრიდან ივნისამდე) საერთაშორისო ვითარების სტაბილიზაციამდე.

მიმდინარე არტ-პროექტი დასრულდა მარტის გამოფენით. მარტის ბოლოს მხატვრებმა მიიღეს წერილი, სადაც ნიუ-იორკის მხატვართა საზოგადოება NEW YORK REALISM FINE ART ულოცავს წარმატებას და გამარჯვებას — ჟიურის კოლეგიის გადაწყვეტილებით, მათ მიენიჭათ ოქროს მედლები GOLDEN EAGLE (ოქროს არწივი), ანგელინას — ფენტეზის, ხოლო გელას — რეალიზმის კატეგორიაში.

ანგელინა და გელა მესამედ ღებულობენ მონაწილეობას ამ საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში — 2016 წელს ჩაერთნენ პროექტში «ART WINDOW», როდესაც ორივე დაჯილდოვდა თავიანთი პირველი ოქროთი, შემდგომ — 2019-ში, პროექტში «ART & BEYONG», სადაც მოიპოვეს «ოქროს პალიტრა» და «ოქროს არწივი». ამავე წლის ოქტომბერში I ადგილი და 2 ოქრო (სხვადასხვა ნომინაციებში, კერძოდ, — დამენია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის და ფილაური თემატურ კომპოზიციაში), რუსეთის თასი მხატვრულ შემოქმედებაში მოსკოვში ჩატარებულ ხელოვნების XX საერთაშორისო ფესტივალზე.

ანგელინა დამენია და გელა ფილაური აქტიურად მონაწილეობენ ონლაინ არტ-პროექტებში, მათი შემოქმედების გაცნობა შესაძლებელია ერთობლივ ვებ-გვერდზე www.damenia-philauri.com

კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები:

გამარჯვებული ნამუშევრები:

სერტიფიკატები და მედლები:

ჯილდოები: