23 აპრილი, 2022

თინათიან მღვდლიაშვილი ზვიად გამსახურდიაზე

პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა სამშობლოს სიყვარულს შეწირულ ზვიად გამსახურდიას არაერთი განსაკუთრებული ლექსი უძღვნა.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

და გათენდება დილა დიდი აღსარებისა…
ეძღვნება ზვიად გამსახურდიას

“მოწამებრივი განვლილია გზა ეკლიანი,
დიდმოწამეთა ხარ მემკვიდრე, ივერთ პატრონო!
ლოცვად დამდგარა ერი შენი, ნათელმოსილი,
ზვიად ბატონო!
ჩახერგილია ყველა გზა და ყველა გზაწვრილი,
დაცემის ჟამმა გაუძლისი მსხვერპლი ინება…
გელათში, ალბათ, გადაბრუნდა მეფე დავითი,
საქართველოში ქართველთათვის ვინც რომ იმეფა!
შემორღვევია მზის სამეფოს რკინის კარები
და ღვთის საყდარში სანთელს ანთებს თავად ბარაბა!..
სვეტიცხოვლიდან სიონამდე დედო ხარები ეშმამ გაკაფა!..
ო, დიდ დაცემას მოსდევს ჟამი ამაღლებისა
და ღვთის ნათელში გაეხვევა მთელი სამყარო…
ღვინო წყლად ექცეს, ვაზი – თივად, მიწა – საკვებად,
ვინც რომ გაგვყაროს!
და გათენდება დილა დიდი აღსარებისა,
და გაბრწყინდება ივერია – ჩვენი სამშობლო!
დაგელოდება ერი შენი, ნათელმოსილი,
ზვიად ბატონო!”