10 აპრილი, 2022

ტარიელ ხარხელაურის უმთავრესი ამბავი

ტარიელ ხარხელაური მისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს თავისი გამორჩეული პოეზიით ეხმიანება:

“ვინ შეაჩერებს ახლა ამ ნგრევებს,
სიცოცხლეს სისხლისფერი ალმურით,
სიკვდილს ახელებს დროის ამღვრევა –
სისხლისფერდება ცა მეწამული.
დრო ამ გრიგალით ყველაფერს ამზღვლევს,
შიშს შობს სიკვდილი ომის
გავლენით,
დღეს ამ მარტოსულ დედამიწაზე
სიცოცხლე ხდება აუტანელი…
მიღრღნის გონებას ეჭვი მზარავი,
ყოველი ნერვი გრძნობს სისხლის გემოს,
ასწიე კალთა უფლის კარავის
გზააბნეულო, სამშობლოვ ჩემო!
ვკვდები ისე, ვერ გაგიამინდე,
ნისლივით ვიწოვ სისხლის ამ წვიმებს,
მზეო! ეს გული ამომარიდე
და მთელ სამყაროს გაუნაწილე.
დრო სძოვს პლანეტას სისხლით განბანილს,
დრო ამით წყურვილს რას დაიამებს,
არავინაა ისე საბრალო –
დღეს, როგორც მ ზ ე და, ა დ ა მ ი ა ნ ი…”