30 აპრილი, 2022

სახალისო ისტორია ზაზა ურუშაძისგან

კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებდა ბიძას – ჯიმშერ ბერძენიშვილს, რომელიც ჩოხატაურში ცხოვრობდა:

“ახლა მოგიყვებით ნამდვილ ამბავს, როგორ უპასუხა ბიძაჩემმა – ჯიმშერ ბერძენიშვილმა სოფელში – ჩოხატაურში – მისულ სახელწიფოს წარმომადგენლებს.

მოკლედ, მოვიდა ჭიშკართან ორი კოსტუმიანი კაცი და დაიძახეს. გამოვიდა ჯიმშერი, რა გნებავთო? – წყალი თუ გაქვთ ჭაშიო? – რას ქვია არ მაქვსო, მობრძანდითო, შეიყვანა ეზოში, ჩააგდო ჭაში ვედრო…

სტუმრებმა, არა, არ გვწყურია, უბრალოდ უნდა ჩავინიშნოთო! – რა უნდა ჩაინიშნოთო? – რაო და ახალი კანონი შემოდის, ჭის წყალზე გადასახადი გექნებათო?

– რას ქვია გადასახადი, კაცო, ეს მიწა ჯერ ბაბუაჩემის ბაბუის იყო, მერე ბაბუაჩემის მერე მამაჩემის და ახლა ჩემიაო!

– მიწა კი შენია, მაგრამ ახალი კანონით, რაც მეტრანახევრის ქვემოთაა ის ჩვენია – სახელმწიფოსიო!

– ყველაფერი თქვენია, რაც მეტრანახევრის ქვევითააო? – ჰკითხა ჯიმშერმა. – კიო! – უპასუხეს კოსტუმიანებმა.

– ჰოდა, აგერ ჩეჩმაში მეტრანახევრის ქვევით რაცაა, თქვენი ყოფილა და წაიღეთო!

მიბრუნდენ და წავიდნენ!”