4 აპრილი, 2022

რეზო ჩხიკვიშვილი უკრაინისთვის

მსახიობმა რეზო ჩხიკვიშვილმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა თავის მუსიკალურ პარტნიორთან ნინო ვინბერგენ-შატბერაშვილთან ერთად რეზო ლაღიძის “თბილისოს” შესრულებით გამოხატა:

“ქართველი მომღერლის და ხელოვანის, ჩემი დიდი ხნის მუსიკალური პარტნიორის, ნინო ვინბერგენ-შატბერაშვილის სოლო მუსიკალურ საღამოზე ქალაქ ესენ-კეტვიგში.

გერმანელებს ძალიან მოსწონთ ქართული სიმღერები, მაგრამ სიმღერაზე “თბილისო” მაინც განსაკუთრებულ ემოციებს გამოხატავენ.

ჩვენი მხრიდან ამ სიმღერით გამოვხატეთ თანადგომა უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან.”